მადრიდული დერბის დასრულების შემდეგ, კომენტარი გააკეთეს რეალისა და ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელებმა, კარლო ანჩელოტიმ და დიეგო სიმეონემ. შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბმა" "როხინლანკოს" 11-მეტრიანების სერიაში მოუგო.
ანჩელოტი: "რთული შეხვედრა გამოვიდა. ატლეტიკოს პირველ წუთზე გატანილმა გოლმა თამაშის დინამიკა მთლიანად შეცვალა. ისინი ძალიან კარგად იცავდნენ თავს და აქედან გამომდინარე, "როხიბლანკოს" კართან მომენტის შექმნა მარტივი არ იყო. 11-მეტრიანების სერია? მინდოდა, რომ მე-5 პენალტი დაერტყა ენდრიკს, მაგრამ რუდიგერი უფრო დამშვიდებული ჩანდა", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
სიმეონე: "არ ღირს იღბალსა და უიღბლობაზე საუბარი. ჩემი გუნდით ვამაყობ. დიახ, ვარჯიშებზე ვმუშაობთ პენალტებზეც, თუმცა უშუალოდ თამაშში დარტყმა სულ სხვა რამ არის. ალვარესის 11-მეტრიანი? თუ მსაჯი თვლის, რომ ის ბურთს ფეხით შეეხო 2-ჯერ, იყოს ასე. ფაქტია, რეალი ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის გვამარცხებს", - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.