მიუხედავად იმისა, რომ ასპარეზობას მონაწილეთა ნახევარი გამოეთიშა, დამსწრეთა აქტივობა არანაკლები იყო. რაც უფრო ახლოს იყო ტურნირის გადამწყვეტი ეტაპები, მით უფრო ხმამაღალი იყო ფანების მხარდაჭერა, განსაკუთრებით რუსთაველ მოთამაშეთა მიმართ.
პირველი დღის განადგურებებიც უკან დაგვრჩა – მატჩები ძირითადად დაძაბულ ბრძოლაში იმართებოდა და ერთი ან ორი გოლის სხვაობით მთავრდებოდა. თამაშის "მეტაც" შეიცვალა – თუ პირველ დღეს მოთამაშეები ირჩევდნენ ბარსელონას, პსჯს, ბაიერნსა და სიტის, დღეს ყველა მოთამაშე მადრიდის რეალს ან ლივერპულს ირჩევდა.
ტოპ 8-ში მხოლოდ უძლიერესი მოთამაშეები დარჩნენ, ემოციებმა კი პიკს მიაღწია. სასიხარულო “Vamos!” არაერთხელ გაჟღერდა დარბაზში.
ნახევარფინალებში ემოციებს მოთამაშეთა ნერვიულობაც დაემატა – თითოეული შეცდომის ფასი არა მხოლოდ საპრიზო ფონდის მიღებულ წილზე აისახება, არამედ ტურნირის დამაგვირგვინებელ ეტაპზე მესტიაში წასვლის შანსსაც მოსპობს.
სამწუხაროდ, ერთ-ერთ მოთამაშეს, ტურნირის ფავორიტ გიორგი დემეტრაშვილს ტექნიკური პრობლემები შეექმნა, რომელთა გადალახვის შემდეგ მან ვერ მოახერხა მეტოქის, სანდრო ჭანტურიშვილის დამარცხება.
მეორე ნახევარფინალში საბა ახალკაციშვილმა საკმაოდ დამაჯერებლად სძლია დათო სარადოვს და ფინალში გავიდა.
მესამე ადგილისთვის მატჩში გიორგი დემეტრაშვილმა დათო სარადოვი დაამარცხა და საპოდიუმო პოზიცია დაიკავა.
ფინალის სტარტს დიდ ხანს ველოდით, რადგან ორგანიზატორებს მცირე ტექნიკური პრობლემები შეექმნათ. ამისდა მიუხედავად, ფინალი შედგა, და მისი გამარჯვებული სანდრო ჭანტურიშვილია.
ის გახდა რუსთავის წარმომადგენელი მესტიაში ტურნირის გადამწყვეტ ეტაპზე.
ტურნირის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თემო მჟავიამ ასეთი კომენტარი გააკეთა:
“ძალიან ბედნიერი ვარ რომ ტურნირი წარმატებით დასრულდა. ამხელა მასშტაბურ ტურნირს შევეჭიდეთ, რუსთავი პირველი იყო და პირველი ტურნირი ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ცოტათი დავწყნარდი. დიდი მადლობა La Gazzetta dello Sport-ს, რომელიც დაწყების დღიდან გვაშუქებს და არის ჩვენი დიდი პარტნიორი და მეგობარი. დიდი მადლობა!”
პირველი დღის განადგურებებიც უკან დაგვრჩა – მატჩები ძირითადად დაძაბულ ბრძოლაში იმართებოდა და ერთი ან ორი გოლის სხვაობით მთავრდებოდა. თამაშის "მეტაც" შეიცვალა – თუ პირველ დღეს მოთამაშეები ირჩევდნენ ბარსელონას, პსჯს, ბაიერნსა და სიტის, დღეს ყველა მოთამაშე მადრიდის რეალს ან ლივერპულს ირჩევდა.ტოპ 8-ში მხოლოდ უძლიერესი მოთამაშეები დარჩნენ, ემოციებმა კი პიკს მიაღწია. სასიხარულო “Vamos!” არაერთხელ გაჟღერდა დარბაზში.
ნახევარფინალებში ემოციებს მოთამაშეთა ნერვიულობაც დაემატა – თითოეული შეცდომის ფასი არა მხოლოდ საპრიზო ფონდის მიღებულ წილზე აისახება, არამედ ტურნირის დამაგვირგვინებელ ეტაპზე მესტიაში წასვლის შანსსაც მოსპობს.
სამწუხაროდ, ერთ-ერთ მოთამაშეს, ტურნირის ფავორიტ გიორგი დემეტრაშვილს ტექნიკური პრობლემები შეექმნა, რომელთა გადალახვის შემდეგ მან ვერ მოახერხა მეტოქის, სანდრო ჭანტურიშვილის დამარცხება.
მეორე ნახევარფინალში საბა ახალკაციშვილმა საკმაოდ დამაჯერებლად სძლია დათო სარადოვს და ფინალში გავიდა.
მესამე ადგილისთვის მატჩში გიორგი დემეტრაშვილმა დათო სარადოვი დაამარცხა და საპოდიუმო პოზიცია დაიკავა.
ფინალის სტარტს დიდ ხანს ველოდით, რადგან ორგანიზატორებს მცირე ტექნიკური პრობლემები შეექმნათ. ამისდა მიუხედავად, ფინალი შედგა, და მისი გამარჯვებული სანდრო ჭანტურიშვილია.ის გახდა რუსთავის წარმომადგენელი მესტიაში ტურნირის გადამწყვეტ ეტაპზე.
ტურნირის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თემო მჟავიამ ასეთი კომენტარი გააკეთა:“ძალიან ბედნიერი ვარ რომ ტურნირი წარმატებით დასრულდა. ამხელა მასშტაბურ ტურნირს შევეჭიდეთ, რუსთავი პირველი იყო და პირველი ტურნირი ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ცოტათი დავწყნარდი. დიდი მადლობა La Gazzetta dello Sport-ს, რომელიც დაწყების დღიდან გვაშუქებს და არის ჩვენი დიდი პარტნიორი და მეგობარი. დიდი მადლობა!”
ტურნირის სრული შედეგები ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ – ბმული.

















