ტურნირის მოსაცდელ დარბაზში დამონტაჟებულ ეკრანებზე ცალკე ბრძოლები იმართებოდა – დამსწრეები ოფიციალური მატჩების წინ ხურდებოდნენ, აზარტი კი მაყურებლებსაც გადაედო და თითოეულ მატჩს დიდი აუდიტორია უყურებდა.

მოსაცდელში განსაკუთრებული ადგილი გამოეყო ტურნირის ბადეს, სადაც ორგანიზატორები მატჩის შედეგებს ლაივფორმატში აახლებდნენ.
ოფიციალური მატჩების ზონის შესასვლელში ამაყად დგას ტურნირის თასი, რომელიც გამარჯვებულს გადაეცემა, 10 000 ლარიანი საპრიზო ფონდის დიდ წილთან ერთად.
ოფიციალური მატჩების ზონის შესასვლელში ამაყად დგას ტურნირის თასი, რომელიც გამარჯვებულს გადაეცემა, 10 000 ლარიანი საპრიზო ფონდის დიდ წილთან ერთად.

ორგანიზატორები – ბევრისთვის ცნობილი სახეები ლევან “ფაქო” გოგორელიანი და თემო მჟავია – ყველაფერს თავად აკონტროლებდნენ – მათთვის ასეთი დონის ტურნირის გამართვა დიდი ხნის ოცნება და მიზანი იყო.
La Gazzetta dello Sport Georgia-ს მიერ დასპონსორებული ტურნირის პირველი დღის შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა – მატჩების უმრავლესობა ან დაძაბულ და თანაბარ ბრძოლაში იმართებოდა (ერთ-ერთი მატჩი 19-18 ანგარიშით დასრულდა), ან ერთი მოთამაშის უპირობო გამარჯვებით მთავრდებოდა. აღსანიშნავია ისეთი შედეგები, როგორიცაა 16-1 და 17-3.

პირველი დღის სრული შედეგები ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ – ბმული.
ტურნირის მთავარი დღე ხვალა არის – ის ტოპ 64-ით დაიწყება და ფინალით დასრულდება, რომლის ხილვასაც მაყურებელი ლაივ სტრიმის მეშვეობით მოახერხებს.
ტურნირის მთავარი დღე ხვალა არის – ის ტოპ 64-ით დაიწყება და ფინალით დასრულდება, რომლის ხილვასაც მაყურებელი ლაივ სტრიმის მეშვეობით მოახერხებს.
















