”საბედნიეროდ ტრავმა ძალიან მძიმე არ აღმოჩნდა. თავიდან შეშინებულები ვიყავით, თუმცა საქმე მხოლოდ დაბეჟილობასთან გვაქვს. ტერფის მიდამოებში ტკივილები ისევ აქვს, თუმცა გიორგის დაბრუნებას მალე ველოდებით."
რამდენიმე საათის წინ, ფეხბურთელის აგენტმა ლაშა ჯაკობიამ ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ ტრავმა მძიმე არ არის და გიორგი ეროვნულ ნაკრებს ლუქსემბურგთან მატჩში დაეხმარება.










