პირველი ტაიმის მიწურულს იბერია კოხრეიძემ დააწინაურა, 54-ე წუთზე გაფრინდაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მამაგეიშვილის გოლით თბილისელები კვლავ წინ გავიდნენ. ბუღრიძემ სხვაობა შეამცირა, ამ გოლიდან ზუსტად 2 წუთში კი, ტაბატაძემ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:2
მძიმე ბრძოლაში, 1:0 მოიგო ტორპედომ და საჩემპიონო ბრძოლას აგრძელებს. ერთადერთი გოლი შეცვლაზე შემოსულმა ნინკოვიჩმა გაიტანა.
შეიძლება ითქვას, ამ მარცხით დილამ საჩემპიონო შანსები შეიმცირა, იბერია და ტორპედო კი ტიტულის მოსაპოვებლად ბრძოლას აგრძელებენ, წინ კიდევ 4 ტურია.









