იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში ნაპოლი საკუთარ მოედანზე ტორინოს დაუპირისპირდა და 2:0 გაიმარჯვა.
მატჩის 58-ე წუთზე მოედანი ნაპოლის ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა ზამბო ანგისამ ტრავმის გამო დატოვა.
არადა, მიმდინარე სეზონში ანგისა ბრწყინვალე ფორმაშია და ტორინოსთან მატჩშიც შედეგიანი იყო, როცა საგოლე გადაცემა გააკეთა.
ნაპოლის ოფიციალური გვერდი იტყობინება, რომ უახლოეს საათებში ანგისას დამატებით სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენად მძიმეა ანგისას ტრავმა.
მომდევნო ტურის მატჩს ნაპოლი 3 მაისს, ლეჩეს წინააღმდეგ ჩაატარებს. ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა ანგისა ამ მატჩში. მოგეხსენებათ, ნაპოლის 74 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია.









