ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯეიმი კარაგერმა თავისი ყოფილი გუნდი ლივერპული მკაცრად გააკრიტიკა.
მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მერსესაიდელები პსჟ-სთან უშანსოდ დამარცხდნენ და ასპარეზობას გამოეთიშნენ.
"4:0 ჯამში...ოთხი! ენფილდზე?! ცოტა უხერხულია. ეს არის ადგილი, სადაც ოდესღაც ციხესიმაგრე იყო და აქ გუნდები თამაშის დაწყებამდე უკვე დამარცხებულები იყვნენ, ახლა კი ისინი მოდიან და დომინირებენ.
სად არის ბრძოლა? სად არის შემართება? - იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით სიტუაცია სხვაგვარი იყო, ახლა კი გულშემატკივარი ლივერპულის თამაშს უბრალოდ უყურებს და მეტი არაფერი.
რატომ არ ათამაშებთ სალაჰს ასეთ მნიშვნელოვან მატჩში? ვერ ვხვდები, გუნდის მთავარ ლიდერს სკამზე ტოვებთ და სასწაულებს ელოდებით? - დავინახეთ, რომ პსჟ-მ ბევრად გვაჯობა", - განაცხადა კარაგერმა.









