2021 წლის ზაფხულში პარის სენ-ჟერმენში გადავიდა ლიონელ მესი, სადაც იმ მომენტისთვის უკვე თამაშობდნენ ნეიმარ ჟუნიორი და კილიან მბაპე. იყო მოლოდინი, რომ ვარსკვლავური ტრიო პსჟ-ში დაიწყებდა ახალ ერას, რომელიც მომავალში ჩემპიონთა ლიგის მოგებით დაგვირგვინდებოდა.
პარიზულმა გეგმამ არ გაამართლა - არგენტინელი, ბრაზილიელი და ფრანგი სუპერვარსკვლავებისგან შემდგარმა სამეულმა იარსება სულ რაღაც 2 წელი და ამ დროის მანძილზე "ლურჯ-წითლები" მთავარი საკლუბო ტურნირიდან მადრიდის რეალსა და მიუნხენის ბაიერნთან გამოვარდნენ.
დღეს, მესი თამაშობს ინტერ მაიამიში, ნეიმარი - მშობლიურ სანტოსში, მბაპე კი "სამეფო კლუბში". საინტერესოა, სად იყვნენ პარკ დე პრენსის ამჟამინდელი ვარსკვლავები იმ დროს, როდესაც დედაქალაქურ კლუბში იყო სულ სხვა ფილოსოფია და სატრანსფერო პოლიტიკა.
პარის სენ-ჟერმენის ამჟამინდელი ვარსკვლავები 2021 წლის ზაფხულში:
| ჯანლუიჯი დონარუმა | პსჟ (ახალწვეული) |
| აშრაფ ჰაკიმი | პსჟ (ახალწვეული) |
| მარკინიოს კორეა | პსჟ |
| ხვიჩა კვარაცხელია | რუბინი |
| ფაბიან რუისი | ნაპოლი |
| გონსალო რამოში | ბენფიკა |
| ოსმან დემბელე | ბარსელონა |
| დეზირე დუე | რენი II |
| ვიტინია ფერეირა | პორტუ |
| ლი კან ინი | მალიორკა |
| ლუკას ერნანდესი | ბაიერნი |
| ნუნუ მენდეში | სპორტინგი |
| ბრედლი ბარკოლა | ლიონი |
| უორენ ზაირ-ემერი | პსჟ (აკადემია) |
| ლუკას ბერალდო | სან პაულო (აკადემია) |
| მატვეი საფონოვი | კრასნოდარი |
| ვილიან პაჩო | ინდეპენდიენტე დელ ვალე |









