ერთ-ერთი ყველაზე დიდი განახლება მეკარეებს შეეხება. ახალი წესის მიხედვით, თუ მეკარე ბურთს ხელებში 8 წამზე დიდხანს დაიჭერს, თავისი გუნდის წინააღმდეგ კუთხური დაინიშნება.
IFAB-მა ასევე შემოიღო ახალი წესი გუნდის კაპიტნების შესახებ — 3.10 კანონში შეტანილი ცვლილების შემდეგ, კაპიტანი იქნება ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია პირდაპირ მიმართოს მსაჯს კონკრეტულ სიტუაციებში. კაპიტნებსა და მსაჯებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სამართლიანობისა და ურთიერთპატივისცემის განვითარებას.
ცვლილებები შეეხო VAR-საც, რის მიხედვითაც, მსაჯებს ექნებათ შესაძლებლობა გააკეთონ საჯარო განცხადება კონკრეტული მომენტის განხილვის შემდეგ. მსაჯები განმარტავენ თავიანთ გადაწყვეტილებებს VAR-ის ხანგრძლივი შემოწმების შემდეგ, რაც გამჭვირვალობას კიდევ უფრო გაზრდის.
წესების ეს ცვლილებები ძალაში 2025 წლის ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატიდან შევა. შეგახსნებეთ, ტურნირი სტარტს 14 ივნისს აიღებს.









