გუშინ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის მორიგი მატჩი კამპ ნოუზე გაიმართა, სადაც ბარსელონამ ატლეტიკო მადრიდს უმასპინძლა.
მაყურებელმა საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, სადაც გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა, 0-2.
მატჩის დასრულების შემდეგ, ჰანსი ფლიკმა მედიასთან ისაუბრა.
"მათ ორი გოლი გაიტანეს და საკმაოდ კარგი თამაშიც ჰქონდათ. პირველი გოლის შემდეგ უკეთ უნდა დაგვეცა თავი, თუმცა წითელმა ბარათმა ჩვენი გეგმები არია. დამსახურებულად წავაგეთ, მაგრამ არ ვაპირებთ დანებებას. ვფიქრობ, შემდეგ ეტაპზე გასვლის ძალიან კარგი შანსი გვაქვს.
კუბარსის წითელი ბარათი? არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით - შეიძლება წითელი იყო, შეიძლება არა. არ ვარ დარწმუნებული, საკმარისად ეხება თუ არა მოწინააღმდეგე ფეხბურთელს. მაგრამ როდესაც ისინი ხელით ეხებიან ბურთს საჯარიმოში, ვერ ვხვდები, რატომ არ ერთვება VAR საქმეში. შეცდომების დაშვება ნორმალურია, მაგრამ ასეთ სიტუაციაში რატომ გვაქვს VAR? იმისთვის, რომ გამოვიყენოთ - სუფთა პენალტი წაგვართვეს, მეტიც, ის (პუბილი) წითელ ბარათსაც ისმახურებდა."
იხილეთ ვიდეო, სადაც ხუან მუსო მარკ პუბილს საჯარიმოში უგორებს, რა დროსაც ესპანელი არა ფეხით, არამედ ხელით თამაშობს და თავისუფალ დარტყმას თავიდან ასრულებს - ჰანსი ფლიკი სწორედ ამ მომენტზე საუბრობდა.
"VAR აშკარად ატლეტიკოს უფრო დაეხმარა. არ ვიცი, რა ხდება იმ სიტუაციაში, როდესაც მეკარე თამაშს იწყებს და მცველი ხელით აჩერებს ბურთს... ჩემთვის ეს მეორე ყვითელი ბარათია და ასევე პენალტი. ვნახოთ, როგორ ახსნიან ამ მომენტს...
საბოლოო ჯამში ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა, თუმცა, დასრულებული არაფერია, ჩვენ ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ."

![[VIDEO] "საერთოდ რატომ გვაქვს VAR-ის სისტემა?", - ჰანსი ფლიკი მუსო-პუბილის მომენტზე](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FHstqKf4FcZQJd4bKSEucDwxqi8QaVyuY.webp&w=3840&q=75)







