ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ავსტრიის წინააღმდეგ, საფრანგეთის ნაკრების ლიდერმა, კილიან მბაპემ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.
25 წლის ფრანგი შემტევი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევები ჩაუტარდა და ცხვირის მოტეხილობა დაუდგინდა — მბაპე დარჩენილ მატჩებში დამცავი ნიღბით ითამაშებს.
"კილიან მბაპე უკვე დაბრუნდა ეროვნული ნაკრების ბაზაზე — მას ცხვირის მოტეხილობა დაუდგინდა და ექიმების გადაწყვეტილებით ოპერაცია ტურნირის დასრულების შემდეგ ჩაუტარდება."
"მბაპე მკურნალობის სპეციალურ კურსს ჩაიტარებს და დარჩენილ მატჩებში სახის სპეციალური დამცავის ნიღბით მიიღებს მონაწილეობას" — ნათქვამია საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ მბაპეს ტრავმაზე განცხადება გაავრცელა










