ამ ტრანსფერის ირგვლივ საუბრები უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს, მბაპე რეალში გადასვლასთან ახლოს გასულ ზაფხულსაც იყო, თუმცა საბოლოოდ, ტრანსფერი არ შედგა.
ახლა კი, გავლენიანი გამოცემების ცნობით, მბაპე რეალის ფეხბურთელი მაშინ გახდება, როცა პსჟ-სთან კონტრაქტი ამოეწურება. კონნრაქტის მიხედვით, ფრანგი პარიზულ კლუბში 2024 წლის ზაფხულამდე იქნება.
ცნობილია ისიც, რომ მბაპე სამეფო კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ საჯარო ინფორმაციას მომდევნო კვირაში გაავრცელებს.









