საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა პსჟ-სა და ნიცას შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
ნიცას საქმე ბოლომდე მიჰყავდა და პარიზიდან ქულა მოჰქონდა, თუმცა გუნდს მხსნელად გონსალო რამოში მოევლინა.
რამოშმა კუთხურიდან გოლი ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე გადაცემის შემდეგ გაიტანა და პსჟ-ს 3 ქულა მოუტანა.
გარდა ასისტისა, კვარა მოედანზე გამორჩეული იყო და ყველაზე მაღალი, 9.1 შეფასება მიიღო.









