ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონის პირველ რბოლაში კარლოს საინსმა მესამე ადგილი დაიკავა და პოდიუმზე ავიდა. რბოლის შემდეგ, ფერარის ესპანელმა პილოტმა კომენტარი გააკეთა.
"დღეს ტრასაზე თავს კარგად ვგრძნობდი - ცოტა მძიმე სტარტი გამომივიდა, მაგრამ საბურავები კარგად გავახურე, ჩემი ტემპი ვიპოვე, რამდენიმე გადასწრებაც შევასრულე და საბოლოოდ, პოდიუმზე ავედი."
"ჩვენი გეგმა ასეთი იყო - რბოლა რბილი საბურავებით დაგვეწყო და შემდეგ ხისტი საბურავებით გაგვეგრძელებინა. გეგმამ კარგად იმუშავა, რადგან საბურავები ნაკლებად ხურდებოდა და შესაბამისად, უფრო დიდხანს ვინარჩუნებდი ტემპს."
"დღევანდელი შედეგი საკმარისი არ არის, ჩვენ უფრო დიდი ამბიცია გვაქვს, მაგრამ გასულ სეზონთან შედარებით, წელს უკეთესი სტარტი გვქონდა, რაც მნიშვნელოვანია" - განაცხადა კარლოს საინსმა.
შეგახსენებთ, რომ ბაჰრეინის გრან პრი რედ ბულის დუბლით დასრულდა - რბოლა მაქს ვერსტაპენმა გრანდ სლემით მოიგო, ხოლო მეორეზე მისი მექსიკელი თანაგუნდელი, სერხიო პერესი გავიდა.