ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება. მაყურებელს რეალ მადრიდისა და მანჩესტერ სიტის საინტერესო დაპირისპირება ელოდება, სადაც სამეფო კლუბი უდიდესი დანაკლისით იქნება წარმოდგენილი.
ამ პრინციპულ მატჩს, ალვარო არბელოას განკარგულებაში არც მეტი, არც ნაკლები 7 ფეხბურთელი არ იქნება: კილიან მბაპე, ჯუდ ბელინგემი, ედერ მილიტაო, დავიდ ალაბა, დანი სებალიოსი, როდრიგო, ალვარო კარერასი — ეს ფეხბურთელები მანჩესტერ სიტისთან მატჩს 100% გამოტოვებენ.
რეალ მადრიდი-მანჩესტერ სიტის პირველი დაპირისპირება 11 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.









