არსენალში ტრავმების ეპიდემია გრძელდება — ბოლო ტურში, ბრენტფორდთან გამართული მატჩის შემდეგ დადასტურდა, რომ მძიმე დაზიანება მიიღო კრისტიან მოსკერამ, რომელიც საკუთარ გუნდს საკმაოდ დიდხანს ვერ დაეხმარება.
პირველადი ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელმა ტერფი დაიზიანა, რის გამოც დაახლოებით 6-დან 8 კვირამდე იუქმებს. ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს დამატებითი გამოკვლევები უახლოეს საათებში ჩაუტარდება, სადაც ბოლომდე დაზუსტდება ტრავმის სიმძიმე.
შეგახსენებთ, ტრავმები აწუხებთ არსენალის დაცვის ორ ლიდერს, უილიამ სალიბასა და გაბრიელ მაგალიაესს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიკელ არტეტას განკარგულებაში ახლა მხოლოდ ერთი ცენტრალური მცველი რჩება - პიერო ინკაპიე.









