ლექსო ლაფანაშვილისა და ნიკა მსხალაიას გაწვრთნილმა გუნდმა ოლიმპიური ჩემპიონების თასი მეორედ მოიგო. პირველად თსუ აღნიშნულ ტიტულს 2019 წელს დაეუფლა.
ნიკოლოზ გაფრინდაშვილმ გახდა ტურნირის საუკეთესო უკანახაზელი, საუკეთესო ფორვარდი ალექსანდრე ფევაძე, რომელმაც მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და საბოლოოდ ჯამში 35 ქულა მიითვალა. ფევაძეს საუკეთესო ფორვარდის პრიზი კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა გადასცა.
საჩემპიონო თასი თსუ-ს კაპიტან გიორგი ცინცაძეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ, პაატა გურასპაულმა გადასცა.









