რამდენიმე დღის წინ, ფრანგმა ფეხბურთელმა მამადუ სახომ კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
35 წლის ცენტრალურმა მცველმა კარიერის ბოლო 2 წეზონი საქართველოში, კერძოდ კი ქუთაისის ტორპედოში გაატარა.
"კარგად მახსოვს ის პერიოდი, როცა პსჟ დავტოვე და ლივერპულში გადავედი. ამ გადაწყვეტილებას ახლაც არ ვნანობ. პირიქით, ახლანდელი გადმოსახედიდან, ყველაფერი სწორად გავაკეთე.
ჩემი კარიერის ბოლო 2 წელი საქართველოში გავატარე, თუმცა საფეხბურთო კარიერის დასრულება გადავწყვიტე, რადგან ჩემი ბიზნესები უფრო და უფრო ფართოვდებოდა.
ვფიქრობ, მინდორზე ყველაფერი ამოვწურე და მშვიდად დავკიდე ბუცები კედელზე", - განაცხადა სახომ.









