გასულ კვირას გამართულ ელ კლასიკოზე, სადაც მადრიდის რეალი ბარსელონას დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა, ვინისიუს ჯუნიორმა შეცვლის გამო უკმაყოფილება გამოთქვა.
ამასთან დაკავშირებით, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ კომენტარი გააკეთა.
"ვინისიუსს ვესაუბრე და თავისი ლაპარაკით ის გულწრფელი და უნაკლო იყო, ამიტომ ეს საკითხი დახურულია და აღარ ვისაუბროთ.
საკმაოდ პოზიტიური შეხვედრა იყო. ვინიმ გულით ისაუბრა იმაზე, რასაც ფიქრობს. ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვართ, ერთი მიმართულებით მივდივართ და ეს არ უნდა დაირღვეს", - განაცხადა ალონსომ.
ელ კლასიკოს მოგების შემდეგ, მადრიდის რეალი ლა ლიგის შემდეგ ტურში ვალენსიას დაუპირისპირდება.









