მალე დაიწყება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, რომლის მონაწილე ხვიჩა კვარაცხელიაც იქნება. საინტერესოა, რომ აღნიშნულ ტურნირზე ქართველი ვინგერის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელებს შორის მასზე ძვირადღირებული არის მხოლოდ ერთი: ვინი ჟუნიორი მადრიდის რეალიდან.
ბრაზილიელი გარემარბი შეფასებულია 170 მილიონ ევროდ, შემდეგ კი როგორც აღვნიშნეთ, მოდის პარის სენ-ჟერმენის შემტევი - 90 მილიონი ევრო. 3-ეულს ხურავს პსჟ-ს კიდევ ერთი წარმომადგენელი, ბრედლი ბარკოლა, 70 მილიონი. აქვე დავამატებთ, საკლუბო მუნდიალზე პირველ შეხვედრას პარიზელები გამართავენ 15 ივნისს, მადრიდის ატლეტიკოსთან.
ყველაზე ძვირადღირებული მარცხენა ვინგერები საკლუბო მუნდიალზე
| მარცხენა ვინგერი | ფასი | კლუბი |
| ვინისიუს ჟუნიორი | 170 მილიონი ევრო | რეალი |
| ხვიჩა კვარაცხელია | 90 მილიონი ევრო | პსჟ |
| ბრედლი ბარკოლა | 70 მილიონი ევრო | პსჟ |
| ჟერემი დოკუ | 50 მილიონი ევრო | მანჩესტერ სიტი |
| ჯეიმი გიტენსი | 50 მილიონი ევრო | დორტმუნდი |









