გუშინ, ლივერპულისა და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი დიოგო ჟოტა ავტოავარიაში გარდაიცვალა.
ამ ტრაგიკულ ფაქტს ჟოტას თანაგუნდელი მოჰამედ სალაჰი გამოეხმაურა.
"სიტყვები არ მყოფნის. თანაგუნდელები მოდიან და მიდიან, მაგრამ ასე არა. ძალიან რთული იქნება იმის გააზრება, რომ როცა დავბრუნდებით, დიოგუ აღარ იქნება.
ჩემი ფიქრები მის ცოლთან, მის ბავშვებთან და რა თქმა უნდა, მის მშობლებთან არის, რომლებმაც უეცრად შვილი დაკარგეს. დიოგუსთან და მის ძმასთან ახლოს მყოფ ადამიანებს სჭირდებათ მთელი ის მხარდაჭერა, რაც შეიძლება მიიღონ. ჩვენ მათ არასდროს დავივიწყებთ!", - განაცხადა სალაჰმა.









