ლივერპულში დარჩენა
არ უნდა გამოვრიცხოთ კონტრაქტის ბოლომდე ლივერპულში დარჩენის ვარიანტი. აქ მთავარი გამოწვევა ისაა, თუ როგორ ითამაშებს მერსისაიდელთა ლიდერი ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით. გერმანელ ტაქტიკოსს ჩაანაცვლებს არნე სლოტი, რომელიც "წითლებში" ახალ იდეებს შემოიტანს. საინტერესო იქნება 31 წლის ფორვარდის ხილვა "სქაუზერთა" ახალ ვერსიაში.
პარის სენ-ჟერმენი
როგორც მოგეხსენებათ, კილიან მბაპე მადრიდის რეალში გადადის, რაც ნიშნავს იმას, რომ პარის სენ-ჟერმენს თავდასხმაში ახალი ვარსკვლავი სჭირდება. ფრანგი ფორვარდის მსგავსად, "ფარაონიც" მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოთამაშეა, რომელსაც თავისუფლად შეუძლია გახდეს პსჟ-ს სახე მომავალი რამდენიმე წლით.
საუდის არაბეთის კლუბები
ენფილდელთა მეთერთმეტე ნომრის მიმართ არაბული გუნდების ინტერესის შესახებ პერიოდულად იწერება. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სალაჰმა ერთ-ერთ ადგილობრივ კლუბთან წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწია. მის სახელს ყველაზე აქტიურად უკავშირებენ ორ კლუბს: ალ-იტიჰადსა და ალ-აჰლის.











