საფეხბურთო ობსერვატორია CIES-მა სენტ-ეტიენის ლიდერს, ზურიკო დავითაშვილს სტატია მიუძღვნა. სტატიაში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ქართველი ვინგერი გამოცდილ და სტაბილურ მოთამაშედ ჩამოყალიბდა.
"დავითაშვილი 24 წლის გახდა ცოტა ხნის წინ და ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მან უკვე მოასწრო 275 მატჩის ჩატარება. ამ მაჩვენებლით ზურიკო აღემატება 2001 წელს დაბადებულ სხვა გამორჩეულ მოთამაშეებს, მაგალითად სალიბას, მარტინელისა და უგარტეს.
ძნელად მოიძებნება ქართველი გარემარბის ასაკის ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მის მსგავსად გამოცდილი და სტაბილურია. ის პრაქტიკულად 16 წლიდან თამაშობს მაღალ დონეზე და სეზონში საშუალოდ 36.5 შეხვედრას ატარებს. სენტ-ეტიენის ლიდერი თავისი გუნდის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა"
შეგახსენებთ, რომ 24 წლის გარემარბი "მწვანეებში" მიმდინარე სეზონის დაწყების წინ გადავიდა და მისი მონაგარი, ამ დროისთვის შეადგენს 29 შეხვედრაში გატანილ 7 ბურთსა და 7 ასისტს. რონელთა 22-ე ნომრის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევრო არის.









