ჩემპიონთა ლიგის ფაზის ბოლო ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანი ნაადრევად დატოვა.
იყო ვარაურო, რომ ხვიჩას ტრავმა მძიმე იქნებოდა და მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემაც ეს უვარაუდა, თუმცა საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.
დღეს, ქართველმა ფეხბურთელმა გამოკვლევა ჩაიტარა, რომლის მიხედვითაც სერიოზული არაფერია და კვარაცხელია ვარჯიშს დაახლოებით 2 კვირაში განაახლებს.
შესაბამისად, ის ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის მატჩისთვის წესით მზად იქნება. გამოტოვებს ლიგა 1-ის მატჩებს მარსელთან და სტრასბურგთან.









