ჩემპიონთა ლიგაზე პსვ-სთან განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა მედიასთან ისაუბრა.
"მინდა, პოზიტიურად შევაფასო ფეხბურთელების რეაქცია მას შემდეგ, რაც ანგარიში 1:0 გახდა. პსვ-ს გოლზე კარგი რეაქცია გვქონდა და ამით კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება თამაშს, ნამდვილად მძიმე სიტუაციაში ვართ და სწორი დასკვნების გამოტანაა საჭირო.
სამსახურის დაკარგვა? ამაზე საერთოდ არ ვნერვიულობ. ჩემი ყურადღება სხვა რამეზეა გამახვილებული და არა საკუთარ პოზიციაზე. ვიცი, რომ უკეთესი უნდა ვიყო, ეს კარგად მაქვს გააზრებული.
ლივერპულის ხელმძღვანელობასთან ხშირად ვსაუბრობ, მაგრამ ისინი ყოველ წუთს არ მირეკავენ და არ მეუბნებიან, რომ მენდობიან. ჩვეულებრივი საუბრები გვაქვს და მათგან სრულ ნდობას ვგრძნობ. დღევანდელი მატჩის შემდეგ მათთან ჯერ არ მისაუბრია, ამიტომ რა მოხდება ხვალ, ნამდვილად არ ვიცი."
შეგახსენებთ, ლივერპულმა ბოლო 12 თამაშიდან 9 წააგო, რაც კატასტროფული შედეგია.









