დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ, დაერთოთ თუ არა "დინამო არენაზე" თამაშის ნება, გულშემატკივრის მხრიდან დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, საბოლოოდ ქვეყნის მთავარ სტადიონზე თამაში გადაწყდა.
თუმცა რაც მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა, ამ ყველაფერს როგორც მინიმუმ სამწუხარო ფაქტი უნდა დავარქვათ. მსაჯის სასტვენის შემდეგ, ასობით გულშემატკივარი მოედანზე შევარდა, ნახევარმა მათგანმა კი სომეხ გულშემატკივრებს ბოთლების სროლა და სიტყვიები შეურაცხყოფის მიყენება დაუწყო.

გულშემატკივრის მოედანზე შეჭრის ფაქტები წარსულშიც დაფიქსირებულა. ბოლოს, ათასობით ქომაგი მილანის ლეგენდების მატჩის დროს შევარდა. ამდენი ცუდი გაკვეთილის შემდეგ, უსაფრთხოების ზომები მაინც არ მკაცრდება და იგივე სურათს ვიღებთ. თან, ყველაფერი ისე მალე განვითარდა, რომ ნაკრების ფეხბურთელებმა ქომაგებთან მისვლა და ტრადიციული "რიტუალის" შესრულებაც ვერ მოასწრეს.
მილანის ლეგენდებთან მატჩის ინციდენტი ვახსენეთ და ის თამაში ამხანაგური იყო და არავინ არაფერი თქვა, დღევანდელი შეხვედრა კი უეფას ეგიდით ტარდებოდა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ უეფა ამ ფაქტზე აქტიურ განხილვას დაიწყებს და დიდია ალბათობა, რომ შემდეგი შეხვედრა ჩვენმა ნაკრებმა უმაყურებლოდ ჩაატაროს. გულშემატკივრის შევარდნის ფაქტები ბევრჯერ დაფიქსირებულა და ამ შემთხვევების უმეტესობა, მასპინძელი გუნდის დასჯით სრულდებოდა.
სამწუხაროა, რომ ის გულშემატკივარი ვინც მოედანზე შევარდნა, შესაძლოა შემდეგ შეხვედრას ტრიბუნებიდანაც ვერ დაესწროს და საქმე თავადვე გააფუჭეს. ამასთანავე, იმედი ვიქონიოთ, რომ ეს საბოლოო გაკვეთილი იქნება და მომავალში უსაფრთხოების ზომებიც გაუმჯობესდება.
სტუმარი გუნდის მიმართ ბოთლების დაშინება კი ცალკე განხილვის თემაა. რამდენიმე დღის წინ, ერევანში უამრავი ქართველი იყო ჩასული და მსგავს ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. სამწუხაროდ, თბილისში ჩვენი მეზობლების გამასპინძლება სათანადოდ ვერ შევძელით.
@armenianpremierleague Իրանց էինք հիանալի ընդունել Երևանում 🤮
♬ original sound - Armenian Football









