ლეგენდარულმა ალექს ფერგიუსონმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელმაც მისი უდიდესი სურვილის მიუხედავად, მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლაზე უარი განაცხადა. შოტლანდიელი ყოფილი დამრიგებლისთვის ასეთი მოთამაშე ალექს დელ პიერო არის.
"დელ პიეროს ვუკავშირდებოდი არაერთხელ, თუმცა ის ყოველ ჯერზე მიმეორებდა, რომ საუკეთესო ადგილი მისთვის იუვენტუსი იყო. ტურინული კლუბიდან წასვლას ალექსი ღალატად აღიქვამდა. მაშინაც კი, როცა გუნდში დაიწყო პრობლემები, მან იქაურობა არ დატოვა.
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, იტალიელი თავდამსხმელის ხელში ჩაგდებას ცდილობდა რეალიც, თუმცა მან უარი მათაც უთხრა. "ბიანკონერის" კაპიტნის მიზანი იყო კლუბის გადარჩენა და როცა 2008 წელს ჩვენ შევხვდით კიდევ ერთხელ, მიზნის შესრულება მას მივულოცე. იუვეს მე-10 ნომრის მსგავსი მოთამაშე არასდროს მინახავს."









