პოლ პოგბამ ლიონელ მესისა და ნეიმარ ჟუნიორთან საუბარი გაიხსენა. მათი შეხვედრა შედგა 2017 წელს, როდესაც სამხრეთ ამერიკული დუეტი თამაშობდა ბარსელონაში, ფრანგი ფლეიმეიქერი კი მანჩესტერ იუნაიტედში. სწორედ იმ მომენტში გაიგო მან იმის შესახებ, რომ ბრაზილიელი ფორვარდი კატალონიიდან პარის სენ-ჟერმენში გადადიოდა.
"მესისა და ნეიმარს შევხვდი 2017 წელს, საუბრისას პარის სენ-ჟერმენში ტრანსფერის შესახებ გავიგე. გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, მაგრამ ლეოს სახეზე ეტყობოდა, რომ მას აღნიშნული იდეა არ მოსწონდა. ბოლოს მან თქვა: პოლ, გაანებე თავი, როგორც თვლის საჭიროდ, ისე მოიქცეს.
ბრაზილიელი თავდამსხმელის ადგილას რომ ვყოფილიყავი, მოვუსმენდი ბარსელონას კაპიტანსა და პსჟ-ში არ გადავიდოდი. მის კარიერაში ყველაფერი სხვაგვარად განვითარდებოდა. დიდი სიამოვნებით აღმოვჩნდებოდი ჟუნიორის ნაცვლად. "









