ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა სტუმრად 2:0, ჟორჟ მიქაუტაძის დუბლით დაამარცხა.
მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.
"ამ ორი ამხანაგურ შეხვედრაში ბევრი დადებითი დავინახე, მაგრამ ვიცი, რომ სამუშაო კიდევ ბევრია, სხვადასხვა ასპექტში თამაში გამოსასწორებელი გვაქვს და ამაზე ვიმუშავებთ.
როგორ უკვე ვთქვი, კვლავ 3-მცველიან ტაქტიკაზე გადავალთ, რადგან 4 მცველით თამაშმა დაგვანახა, რომ მზად არ ვართ, თან ახალი ცენტრალური მცველები დაგვემატნენ, რომლებიც ჩვენს ტაქტიკას კარგად უნდა შეეწყონ.
ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით კმაყოფილი ვარ, ნამდვილი ლიდერივით იქცეოდა და მოხარული ვარ, რომ ნაკრები მოედანზე ერთიანია", - განაცხადა სანიოლმა.









