მილანის მხრიდან თავის გამოჩენა ტიჯანი რეინდერსმა მოახერხა, ხოლო რომადან გოლის გატანა პაულო დიბალამ შეძლო. გუნდებმა ამის გარდა რამდენიმე სახიფათო მომენტის გაცვლაც მოახერხეს, თუმცა მაყურებელს მეტი გატანილი გოლი აღარ უნახავს.
მილანმა ამ მატჩის შემდეგ 27 ქულა მოაგროვა, რითაც წინსვლა ვერ მოახერხა და მე-8 პოზიციაზე დარჩა. რაც შეეხება რომას, კლაუდიო რანიერის გუნდის პრობლემები გრძელდება — "ჯალოროსი" 20 ქულით, მე-10 პოზიციაზე იმყოფება.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა









