გერმანელებმა პირველი ნახევარი 2:0 მოიგეს, თუმცა მეორე ნახევარში ბერნაბეუზე შოუ ვიხილეთ, თან ერთი გუნდის მონაწილეობით.
გოლები რუდიგერმა და ვასკესმა გაიტანეს, ვინისუუს ჯუნიორმა კი ჰეთ-თრიკი შეასრულა და უნდა ითქვას, რომ კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა.
სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელების გუნდებმა წარუმატებლად ითამაშეს, შტურმმა, შახტარმა და სლოვანმა თავიანთი შეხვედრები დათმეს.
ოთარ კიტეიშვილს ფეხზე მცირე დისკომფორტი ჰქონდა და სათადარიგოთა სკამზე დარჩა, კაშიამ სლოვანს 90 წუთი უკაპიტნმა, ასევე, სათადარიგოთა სკამზე იყო ირაკლი აზაროვი.
პირველი სათამაშო დღის შედეგები:
ასტონ ვილა - ბოლონია 2:0
ხიროვა - სლოვან ბრატისლავა 2:0
შტურმი - სპორტინგი 0:2
არსენალი - შახტარი 1:0
რეალი - დორტმუნდი 5:2
პირველი სათამაშო დღის შედეგები:
ასტონ ვილა - ბოლონია 2:0
ხიროვა - სლოვან ბრატისლავა 2:0
შტურმი - სპორტინგი 0:2
არსენალი - შახტარი 1:0
რეალი - დორტმუნდი 5:2









