პრემიერ ლიგის მე-11 ტურის კიდევ ერთი შეხვედრა სთედიუმ ოფ ლაითზე გაიმართა, სადაც სანდერლენდი არსენალს დაუხვდა. მაყურებელმა 90 წუთის განმავლობაში საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი მატჩი იხილა, სადაც გუნდებმა ქულები გაიყვეს.
მასპინძლებმა საკმაოდ მრისხანე მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და სრულიად დამსახურებულად მოახერხეს 1 ქულის აღება.
არსენალმა ამ მატჩის შემდეგ 26 ქულა მოაგროვა, ხოლო სანდერლენდმა 19 ქულას მოუყარა თავი.
სანდერლენდი 2-2 არსენალი
გოლები: 1-0 დანიელ ბალარდი 36', 1-1 ბუკაიო საკა 54', 1-2 ლეანდრო ტროსარი 74', 2-2 ბრაიან ბრობი 90+4'.
მატჩის მიმოხილვა









