ფინალამდე სანდრომ არაერთი ძლიერი მოწინააღმდეგე დაამარცხა, მათ შორის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, კორეელი ბონგილ გუ.
სეულის გრან პრიზე ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ, სანდრო ბაზაძის სარეიტინგო ქულა 39-ით გაუმჯობესდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველმა მსოფლიო რეიტინგში პირველი პოზიცია გაიმყარა. სანდრო რეიტინგს დამაჯერებლად ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ ეგვიპტელ მოფარიკავე ზიად ელსისის 38 ქულით უსწრებს.
შეგახსენებთ, სანდრო ბაზაძეს უკვე მოპოვებული აქვს პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია და ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე იასპარეზებს.









