შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმაც, რომელმაც პარკეტზე 5:59 წუთი გაატარა. ამ დროში 25 წლის მძიმე ფორვარდმა მხოლოდ სამი მოხსნის შესრულება მოახერხა.
პარკეტზე საუკეთესო დალას მავერქსის მსუბუქი ფორვარდი ლუკა დონჩიჩი იყო, რომელმაც 28 ქულა ჩააგდო, 10 მოხსნა შეასრულა და 8 შედეგიანი პასითაც გამოირჩა.
მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო ტურში ჰიუსტონ როქეტს დაუპირისპირდება.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა










