"ზაფხულში, როდესაც სენტ-ეტიენიდან დამიკავშირდნენ, მაშინვე გავიხსენე ჩემი ვიზიტი Stade Geoffroy-Guichard-ზე, როდესაც ჯერ კიდევ ბორდოს ფეხბურთელი ვიყავი. ის გარემო რაც აქ დამხვდა, დაუვიწყარი იყო. სენტ-ეტიენში ტრანსფერის შემდეგ, ვილი სანიოლი შემეხმიანა და გადაწყვეტილება მომიწონა.
ჩემი ჰეთ-თრიკი ოსერის წინააღმდეგ დაუვიწყარი და ემოციებით აღსავსე იყო. ეს მატჩი მთელი ცხოვრება მემახსოვრება. საერთო ჯამში, სტატისტიკის თვალსაზრისით, ჩემთვის სეზონის კარგი დასაწყისი გამოვიდა, მაგრამ როგორც მე, ისე მთლიანად გუნდმაც ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ უკეთესები გავხდეთ.
მომდევნო მატჩი ლანსთან გვაქვს, რომელიც ამბიციური გუნდია. ეს იქნება მნიშვნელოვანი დაპირისპირება საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან, თუმცა სახლში ვითამაშებთ, რაც გარკვეულ უპირატესობას მოგვცემს. ჩემი კონდიციები? ყველაფერი კარგადაა, ნაკრებში პატარა დაზიანება მივიღე, მაგრამ ამ მატჩისთვის ბოლომდე მზად ვარ."
ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ამ სეზონში 3 გატანილი გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. "მწვანეები" 7 ტურის შემდეგ, 7 ქულით, მე-13 პოზიციას იკავებენ.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი










