ჩემპიონთა ლიგის ფაზის პირველ ტურში პსჟ საკუთარ მოედანზე ატალანტას დაუპირისპირდა და 4:0 გაანადგურა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც გოლი გაიტანა და რამდენიმე ლამაზი მომენტი შემოგვთავაზა.
"კვარაცხელია ოდნავ დაშავებული იყო, თუმცა თამაში მაინც შეძლო. ის საოცარი ფეხბურთელია და მოედანზე მრავალფეროვანი თამაშით გამოირჩევა", - განაცხადა ნუნო მენდეშმა.
ცნობისთვის, ამ შეხვედრაში თავისი გოლი მენდეშმაც გაიტანა, რომელმაც ასევე ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.









