ჩელსის ყოფილმა ნახევარმცველმა, ჯო კოულმა არსენალის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა. ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, ლონდონელთათვის სერიოზული გაძლიერება ხვიჩა კვარაცხელიას პარის სენ-ჟერმენიდან გადმობირება იქნება.
"არსენალი ახლოს არის ახალი, წარმატებული პერიოდის დაწყებასთან. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ტიტულს დაეუფლებიან. უკვე არის საუბრები ახალ სეზონსა და ტრანსფერებზე, მაგალითად, კვარაზე. უბრალოდ წარმოიდგინეთ ის ლონდონელთა შემადგენლობაში, საოცარი იქნება.
"მეთოფეები" შეიძლება აღმოჩნდნენ პრობლემების წინაშეც, თუ ამჟამინდელი ვარსკვლავები მოითხოვენ ხელფასის გაზრდას - რაისი, სალიბა, გაბრიელი. ასეთ შემთხვევაში ემირეითსის ბინადრებს მოუწევთ ედეგორის გაყიდვა, რომლის პოზიციაზე მომავალში შესაძლოა ვიხილოთ დოუმენი ან ნუანერი", - განაცხადა ინგლისელმა ექს-ფლეიმეიქერმა.









