ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მარსელომ თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი დეზირე დუე შეაქო და საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"დეზირე დუე ინსტაგრამზეც კი არ მომყვება, რა ხდება? - არადა, ამასთანავე მთხოვს, რომ ნეიმარს ვუთხრა, გამოიწეროს.
ის საოცრად მაგარი მოთამაშეა, როგორც უსმან დემბელე და ხვიჩა კვარაცხელია. დეზირე შესანიშნავი ფეხბურთელია"
შეგახსენებთ, რომ როგორც მთელი პსჟ-სთვის, წლევანდელი სეზონი დეზირე დუესთვისაც გამორჩეული იყო და დიდი შანსი აქვს, წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდეს.









