კოპა იტალიას ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში ემპოლი საკუთარ მოედანზე ბოლონიასთან 0:3 განადგურდა. საბა გოგლიჩიძე თამაშში ჩაერთო 62 წუთიდან, როდესაც ანგარიში უკვე გამანადგურებელი იყო. საპასუხო მატჩი გაიმართება 24 აპრილს და როგორც ვხედავთ, ტოსკანელებს მინიმუმ 3-ბურთიანი უპირატესობით მოგება სჭირდებათ.
აქვე დავამატებთ, რომ აღნიშნულ წყვილში გამარჯვებული კოპა იტალიას ფინალში ინტერსა და მილანს შორის მოგებულს შეხვდება. უშუალოდ ფინალი კი 14 მაისს გაიმართება.
ემპოლი 0:3 ბოლონია
გოლები: 0:1 რიკარდო ორსოლინი 23', 0:2 ტაის დალინგა 29', 0:3 ტაის დალინგა 51'.