საქართველო - ესპანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 20 ოქტომბერს დაიწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს, რასაც უცვლელად გთავზობთ:
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო საშინაო მატჩს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 15 ნოემბერს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 20 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება.
გულშემატკივრისთვის ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი20, 40, 70 და 100 ლარია. თითოეულ თამაშზეერთ მომხმარებელს მაქსიმუმ სამიბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, biletebi.ge -ზე გაიყიდება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთი სჭირდება ყველა ასაკის მაყურებელს დაბილეთების შეძენის დროს აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება.უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სტუმარი გუნდის გულშემატკივრებისთვის გამოყოფილპირველი იარუსის მე-10 სექტორზე არ დაიშვებიან ქართველი გულშემატკივრები.









