იტალიაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გუნდური ასპარეზობის მეორე დღეს ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრებმა ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
დღეს ნიკა ეგაძემ მოკლე პროგრამით იასპარეზა. ქართველმა 84,37 შეფასება დაიმსახურა და ჩვენ გუნდს 5 ქულა მოუტანა. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 25 ქულა დააგროვა, მე-5 ადგილი დაიკავა და ფინალის საგზური მოიპოვა.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს ანასტასია გუბანოვამ 67.79 ქულა დააგროვა, მე-5 ადგილი დაიკავა და საქართველოს 6 ქულა მოუტანა.
რიტმულ ცეკვებში საქართველოდან დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ნაკრებს 5 ქულა შემატა.
მოკლე პროგრამაში წყვილთა შორის ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ 77.54 ქულა დააგროვეს, მეორე პოზიცია დაიკავეს და საქართველოს 9 ქულა მოუტანეს.
დღესვე ფინალში დიანა დევისი/ გლებ სმოლკინის წყვილითავისუფალი პროგრამით იასპარეზებს.
ფინალში საქართველოსთან ერთად, 10 გუნდიდან - აშშ (33 ქულა), იაპონია (32), იტალია (28 ქულა), კანადა (27 ქულა) გავიდნენ.









