77 ოქროს, 64 ვერცხლის და 96 ბრინჯაოს მედალი — ასეთია საქართველოს მამაკაცთა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მონაგარი ჯუდოს მსოფლიო ტურზე. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ჯუდოკებმა მედლების რაოდენობით წლის შემაჯამებელ რეიტინგში ლიდერის პოზიცია პირველად დაიკავეს.
აღნიშნულ რეიტინგში მეორე ადგილზე საფრანგეთის მამაკაცთა ნაკრები (59 ოქრო, 63 ვერცხლი, 105 ბრინჯაო) იმყოფება, ხოლო მესამე პოზიციას აზერბაიჯანი (52 ოქრო, 35 ვერცხლი და 76 ბრინჯაო) იკავებს.
2024 წელი ისტორიული გამოდგა ქალთა და მამაკაცთა გაერთიანებული ნაკრებებისთვის და მედლების საერთო ჩათვლაში მე-3 ადგილი დაიკავა. ჯუდოს მსოფლიო ტურზე, ქართველმა გოგონებმა 4 ოქროს, 10 ვერცხლის და 22 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
2025 წლის სეზონი ქართველი ჯუდოკებისთვის 1-ელ თებერვალს, პარიზის გრანდ სლემით დაიწყება და 7 დეკემბერს, ტოკიოს გრანდ სლემით დასრულდება. თბილისის გრანდ სლემი კი წელს 21-23 მარტს გაიმართება.