საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ ქოქრილმა BBC-სთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბორჯღალოსნები 6 ერის პლეი-ოფს იმსახურებენ.
"ჩვენ გვინდა, რომ მაღალ დონეზე თამაშის შანსი მივიღოთ და ვფიქრობ, რომ 6 ერის პლეი-ოფი ლოგიკური იქნებოდა. ეს იქნებოდა მსოფლიო რაგბის ყველაზე რეზონანსული მატჩი — საქართველო უელსის წინააღმდეგ, სადაც გაირკვეოდა ვინ ითამაშებდა 6 ერის მომდევნო სეზონში."
"მიუხედავად იმისა, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გუნდები ყოველწლიურად ვითარდებიან, ვთვლი, რომ საქართველო ზედმეტად ძლიერია აღნიშნული ტურნირისთვის. ჩვენ გვჭირდება მაღალ დონეზე თამაში და წაგებები განვითარებისთვის, ისევე როგორც იტალიას ჰქონდა 6 ერზე 2000-იანების დასაწყისში."
"მოხდება თუ არა ცვლილებები 6 ერში უახლოეს პერიოდში? არ მგონია, რადგან ფინანსური კუთხით ეს რთული გადასაწყვეტი იქნება. სუფთა სარაგბო კუთხით კი ეს შესანიშნავი იქნებოდა, განსაკუთრებით საქართველოსთვის, რომელიც განვითარების უდიდეს პერსპექტივას მიიღებს" — რიჩარდ ქოქრილი.
"საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ზედმეტად ძლიერია" — რიჩარდ ქოქრილი










