2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში, საქართველოს ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს - შეხვედრა თბილისში, დინამო არენაზე, 26 მარტს, 21:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 23 მარტს, 12 საათზე, დაიწყება და თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება - ბილეთების ფასი 10, 20, 30 და 50 ლარი იქნება. ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე იქნება შესაძლებელი.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
საქართველო V საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტს დაიწყება









