ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პლეიოფის ფინალში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთს უმასპინძლა და მეტოქე თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ მატჩს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 1,061,767 გულშემატკივარმა უყურა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გამარჯვებით, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა. აქვე დავამატებთ, რომ ევრო 2024 სტარტს 14 ივნისს აიღებს და 14 ივლისს დასრულდება.
საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე F ჯგუფში იასპარეზებს, სადაც თურქეთს, ჩეხეთსა და პორტუგალიას დაუპირისპირდება.











