ბილეთების გაყიდვა 27 თევერვალს, 12:00 საათიდან ონლაინ მიმდინარეობდა და მისი ღირებულება 10, 20, 30 და 50 ლარი იყო.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს უმასპინძლებს. შეხვედრა "დინამო არენაზე" 21 მარტს 21:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, ლუქსემბურგის ნაკრებთან გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები პლეი ოფის ფინალში გავა, სადაც საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება და თუ ფინალსაც მოიგებს, ჩვენი გუნდი არსებობის ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია