შეხვედრა ბათუმში გაიმართება, ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება.
უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მეექვსე შეხვედრას საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ 19 ნოემბერს გამართავს. მატჩი ჩეხეთში, ქალაქ ოლომუეცში გაიმართება.
საქართველოს გულშემატკივარსთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 1 ნოემბერს, 12:00 საათზე TKT.GE-ზე დაიწყება. ბილეთის ფასი 13 ევროს ექვივალენტი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე, B1 ჯგუფში უკრაინის, ჩეხეთისა და ალბანეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ჩვენი გუნდი ამ დროისთვის, 6 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა.









