ჩვენი გუნდიდან საოცარი პერფორმანსი შემოგვთავაზა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც ნაკრებს ულიდერა და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. გამოცდილმა კალათბურთელმა 24 ქულა ჩააგდო, 6 მოხსნა შეასრულა და 5 შედეგიანი პასითაც გამოიჩინა თავი. ძალიან კარგი სადებიუტო მატჩი ჩაატარა კამარ ბოლდუინმა, რომელმაც 23 ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს, რასაც 4 მოხსნა და 5 პასიც დაუმატა.
ზუსტად სამ დღეში, 24 ნოემბერს, საქართველო უკვე მასპინძლის სტატუსით დაუპირისპირდება ფინეთს. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია









