დღეს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე, საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ტესტ მატჩში სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდა და 29:38 წააგო.
უმცროსი ბორჯღალოსნები „უმცროს ქურციკებს" ზაფხულში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ეთამაშებიან.
პირველი ტაიმი სამხრეთ აფრიკელებმა 17:26 მოიგეს, მეორე ნახევარში უმცროსმა ბორჯღალოსნენბმა მეტოქეს მეტი წინააღმდეგობა გაუწიეს, დაწინაურდნენ კიდეც, თუმცა საბოლოოდ, 29:38 წააგეს.
ქართველთაგან თითო ლელო შოთა ხელაძემ, ბექა ნეფარიძე და გიორგი ძაგანია გაიტანა, დუბლი კი საბა ლაღაძემ შეასრულა.
უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკასთან მეორე ტესტ მატჩს 28 თებერვალს გამართავენ. შეხვედრა ლელო არენაზე 15:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი, თამუნა ყულუმბეგაშვილი
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკასთან ტესტმატჩი გამართა









