რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე სტარტი აიღო 2026 წლის საქართველოს ჩემპინატმა წრიულ რბოლაში, რომელიც 5 ეტაპად ჩატარდება.
პირველი ეტაპის გამარჯვებული შარშანდელი სეზონის ჩემპიონი, სანდრო თავართქილაძე გახდა, რომელმაც ფავორიტის სტატუსი გაამართლა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
აღნიშნულ რბოლაში მეორე ადგილი გიორგი ბეჟიტაშვილმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ახალგაზრდა მრბოლელი, სანდრო ქაჯაია გავიდა. წრიული რბოლი მეორე ეტაპი 31 მაისს, რუსთავის საერთაშორი ავტოდრომზე გაიმართება.









